Search This Blog

Friday, September 17, 2010

► იაკობ მაკინტოში

რა იდეა არ მოუვა უსაქმურ კაცს (უსარგებლო, რათქმაუნდა).
სად ერეკლე და სად... თეკლე. მიუხედავად ამისა Apple-სა და იაკობ გოგებაშვილს საერთო ვუპოვე: iPod, iPhone, iTunes, i ია, i თითი, i უთო, i თოხი და ა.შ.
ისე წარმოიდგინე, რომ ქოთანში გაქვს iია, რომელიც არ ჭკნება, თუ 220 ვოლტი მუდამ ექნება მიერთებული. ან iუთო, რომელიც MacOS-ით იქნება აღჭურვილი. სოფლის მეურნეობაში შეუცვლელი გახდება იგივე ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე iთოხი. iთითისა და iთათის გამოშვებაც შეიძლება, თავისი კლიენტი მათაც ეყოლება. რა, ბოლოს და ბოლოს მარტოხელა ქალს რა დალევს?
რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ. სად იყო Apple, იაკობი რომ დედაენას წერდა...


1 comment:

  1. გამარჯობა.
    ძალიან კარგია, რომ ბლოგზემუშაობ, მაგრა, ამ ბლოგს ბავშვები ნახულობენ. იქნებ უცენზურო სიტყვები წაშალო. (თუ არ შეწუხდები)

    ReplyDelete